"რესპუბლიკური პარტიისა" და კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ევროპარლმენტარებს კრისტიან ვიგენენს, ულრიკე
ლუნოჩეკს და კრისტოფ ლიზეკს შეხვდა. ამის შესახებ "ნიუსპრესს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, უსუფაშვილმა შეხვედრები ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიაშიც გამართა.
მან ევროპარლამენტარებს, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს ბოლო დროს საქართველოში შექმნილი ვითარება გააცნო. საუბარი კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხსაც შეეხო.
უსუფაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს და ვიზიტს 20 აპრილს დაასრულებს.

















