ტურიზმის განვითარება შესაბამისად მომზადებული კადრების გარეშე შეუძლებელია. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა
მიხეილ სააკშვილმა დღეს ქობულეთში პროფესიული კოლეჯის გახსნისას გააკეთა.
მისი თქმით, ტურიზმი საქართველოსთვის უსაფრთხოების უზარმაზარი სფეროა.
"მარტო ის რად ღირს, რომ შეიძლება წელს საქართველოში 1 მლნ რუსი ტურისტი ჩამოვიდეს. მილიონი ადამიანი, რომელიც რუსეთში რეალურად გაიტანს სიმართლეს საქართველოზე. ამიტომ, ტურიზმის კარგად განვითარება უბრალოდ ჩვენი ოჯახების რჩენა კი არა, არამედ უსაფრთხოების საკითხიცაა"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ტურიზმის განვითარება გეოპოლიტიკური უსაფრთხოება და გრძელვადიანი განვითარების გარანტიაა.
"პროფესიულ კოლეჯებში გადამზადებულ მოქალაქეებს ქვეყნისთვის სტრატეგიული ამოცანა აქვთ, რადგან ტურიზმის სფერო კარგად განვითარებული უნდა გახდეს"- აღნიშნა პრეზიდენტმა.

















