კამპანია "ეს შენ გეხება" აქტიურობის მეორე ტაპზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შემუშავებაზე იქნება ორიენტირებული. ამის შესახებ კოალიცია "არჩევანის თავისუფლებისთვის" წევრმა, კამპანია
"ეს შენ გეხებას" წარმომადგენლმა ირაკლი მელაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მელაშვილმა ის ძირითადი პრიორიტეტები ჩამოთვალა, რაზეც კამპანიაში გაწევრიანებული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით აქცენტს გააკეთებენ. ესენია - მონიტორინგი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, თანასწორუფლებიანი მედიაგარემო და არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცედურები.
მელაშვილმა ასევე განმარტა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომების უფრო გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით, მათი პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია უნდა მოხდეს.
მისივე თქმით, კამპანიაში "ეს შენ გეხება" აღნიშნული საკითხების ფორმულირების პროცესი მიმდინარეობს და სამოქმედო გეგმა მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
მელაშვილის განცხადებით, მაისში "არჩევანის თავისუფლებისთვის" ახალ პროექტს დაიწყებს. ქვეყნის რვა რეგიონში დაფუძნდება ორგანიზაციები, რომელთა ჯგუფები კანონდარღვევის ფაქტებზე მონიტორინგს განახორციელებენ.

















