პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტმა "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები განიხილა.
ამ ცვლილების თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიების
მიმდებარე მიწის ნაკვეთების ის მესაკუთრეები, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო მიწის დამუშავებას ვერ ახერხებენ, გადასახადისგან გათავისუფლდებიან. მათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობა უნდა წარადგინონ, რომელიც შექმნილ გარემოებას ადასტურებს.
ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაგროვილი დავალიანების ჩამოწერაც მოითხოვა.
როგორც კანონპროექტზე მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ განმარტა, კანონპროექტში ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე მიწების დავალიანების ჩამოწერა არ არის გათვალისწინებული.

















