ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
გრიგოლ ვაშაძის შეხვედრას პროდუქტიულს უწოდებს.
"ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ ასახავს ჩვენს განწყობას და მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს - გახდეს ევროატლანტიკური გაერთიანების წევრი" - განაცხადა ბასმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის შეხვედრა ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

















