"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" კამპანია "კარდაკარის" მეორე ეტაპს ახალი სტრატეგიით და განახლებული შემადგენლობით იწყებს. ამის შესახებ პარტიის მთავარი კომიტეტის
გაფართოებულ სხდომაზე ედპ-ს თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა.
როგორც ქარდავამ აღნიშნა, პარტიაში სტრუქტურული განახლების პროცესი დასრულდა და მას ახალ წევრები ჰყავს.
"გვაქვს ახალი პარტიული ტაქტიკა და სტრატეგია - დასაქმება, თუმცა, დარჩა ძირითადი - ჩვენი საგარეო ორიენტირი ნატო-ში გაწევრიანება და დასავლეთზე ორიენტაცია, ასევე, ეროვნული ფასეულობები და ეკლესიის ერთგულება" - განაცხადა პარტიის მან.
ედპ-ს პოლიტიკური მდივნის გიორგი გოგნიაშვილის თქმით, მთავარი კომიტეტი პარტიის ახალ ეტაპზე გადასვლის საკითხს განიხილავს, რაც კამპანია "კარდაკარის" შემდეგ დაიწყება.
"კარდაკარის" კამპანიის ფარგლებში ედპ ყველა ოჯახს გააცნობს დასაქმების პროგრამას" - განუცხადა "ნიუსპრესს" გოგნიაშვილმა.
პარტიის წევრთა განცხადებით, ედპ-ს განახლებული პროგრამა მათ თანამედროვე რეალობას მოარგეს და ძირითადი აქცენტი ქვეყნის მთავარ პრობლემას, უმუშევრობას დაუკავშირეს.

















