ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პარტიის - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დამფუძნებელი ყრილობა 21 აპრილს გაიმართება.
ყრილობა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება. როგორ გადანაწილდება პარტიაში ადგილები და ვინ რა თანამდებობას დაიკავებს, ჯერ უცნობია.
პარტიის დაფუძნების თარიღი ბიძინა ივანიშვილმა 5 აპრილს ბრიფინგზე დაასახელა.
როგორც მან აღნიშნულ ბრიფინგზე აღნიშნა, პარტიის დაფუძნების შემდეგ სახელწოდებით - „ივანიშვილი - ქართული ოცნება“ ბლოკი დაფუძნდება. მისი განცხადებით, ის იქნება აღნიშნული ბლოკის ლიდერი და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

















