ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე ამერიკული მხარე საქართველოს საკითხს აუცილებლად განიხილავს.
აღნიშნული განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის
მოადგილემ ფილიპ გორდონმა ბრიუსელში გააკეთა.
"საქართველო ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც ამერიკასა და რუსეთს, ასევე ალიანსსა და რუსეთს სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა აქვთ" - განაცხადა გორდონმა და აღნიშნა, რომ ნატო-რუსეთის საბჭო პლატფორმაა იმისთვის, რომ არა მარტო თანამშრომლობის პერსპექტივები დაისახოს, არამედ, ეს არის ისეთ საკითხებზე მსჯელობის ფორმატი, რომელზეც შეთანხმება ვერ ხერხდება.
მისივე თქმით, საქართველოს საკითხი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის თემა, რომელზეც მხარეებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
შეხვედრას ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ესწრება.

















