„რესპუბლიკური პარტიისა“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ხიდაშელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან თომას მელიასთან გაიმართა.
როგორც „ნიუსპრესს“ „რესპუბლიკური პარტიის“ პრესსამსახურიდან აცნობეს“, შეხვედრაზე საუბარი წინასაარჩევნო გარემოსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს შეეხო. შეხვედრის დროს ყურადღება მედიის პრობლემებსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე გამახვილდა.
მათივე თქმით, მელია კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული ქმედებებითაც დაინტერესდა.
თინა ხიდაშელის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის წინ განსაკუთებით მნიშვენლოვანია.
„ამით შესაძლებელი ხდება საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვამდე კლინტონს დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ“ - აღნიშნნა მან.
თინათინ ხიდაშელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიშის მომზადების სამსახურის წარმომადენლებსაც შეხვდა.

















