საქართველო მოლდოვას რესპუბლიკაში საელჩოს გახსნის. აღნიშნულის თაობაზე პრეზიდენტმა ბრძანებულებას უკვე მოაწერა ხელი.
აქამდე, რუმინეთში საქართველოს საელჩო აკრედიტებული იყო მოლდოვას რესპუბლიკაშიც, მომავალში კი მოლდოვაში ახალი ელჩი დაინიშნება.
პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულება ძალაში 2012 წლის 10 მაისიდან შევა.

















