"ნეტავ, აღგვადგენინა ბანა რამენაირად და ორი აზიზიეს მეჩეთი გაიხსნას კიდევ, ნეტავ, აღვადგენინა რამენაირად ოთხთა ეკლესია და ოპიზა და კიდევ ორი აზიზიეს მეჩეთი გაიხსნას.
რას წააგებს ქართული სახელმწიფო თუ არა მოიგებს?! ჩვენ შევინარჩუნებთ ამ უნიკალურ ძეგლებს", - განაცხადა დღეს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას კობა ხაბაზმა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ 90-იან წლებში ქართული ტაძრების კედლები, გუმბათები და ჩუქურთმები ჩამონგრეული იყო და დღეს ეს მასშტაბები უფრო გაზრდილია.
"არის საკითხები, რომელზეც კამათი არ შეიძლება და ასეთ საკითხად ყოველთვის წარმომედგინა ოშკისა და იშხანის აღდგენა. ვერ წარმომიდგენია ნორმალური, ქართველი ადამიანი, რომელიც მათი აღდგენის საკითხს კითხვის ქვეშ დააყენებს" - აღნიშნა ხაბაზმა. იგი დაინტერესდა, ჯონდი ბაღათურიას ერთხელ მაინც თუ უნახავს რა მდგომარეობაშია ოშკი და იშხანი.
აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ დღეს პარლამენტში ჯონდი ბაღათურია გამოვიდა.

















