საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თავდაცვის სფეროში სამოქალაქო მრჩევლს დროებით მიავლენს.
აღნიშნული საკითხი გათვალისწინებულია პარლამენტის დადგენილებით, რომელსაც დავით ბაქრაძემ მოაწერა ხელი.
პარლამენტმა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში სამოქალაქო მრჩევლის დროებითი მივლინების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის რატიფიცირება მოახდინა და ის ძალაში შევიდა.

















