პარლამენტარი, პოლიტიკური პარტია "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია სახალხო დამცველის უფლებების გაზრდას მოითხოვს.
ბაღათურიამ "სახალხო დამცველის შესახებ" ორგანულ
კანონში ცვლილებების პროექტი მოამზადა, რომლის თანახმად, ომბუდსმენს გამოძიების მიმდინარეობაზე მონიტორინგის განხორციელების უფლებამოსილება ენიჭება.
კანონპროექტის თანახმად, სახალხო დამცველის მოთხოვნის შემთხვევაში, პროკურორი ვალდებული იქნება წინასწარი გამოძიება დაიწყოს.
ბაღათურიას საკანონმდებლო ინიციატივა დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.

















