საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური ბიძინა ივანიშვილს წინასწარმეტყველებისთვის თავის დანებებას ურჩევს. ეს კომენტარი წიკლაურმა
ივანიშვილის დღევანდელი განცხადების შეფასებისას გააკეთა. კერძოდ, ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ივნისის ბოლოსთვის საქართველოში სიტუაციის გარდატეხა მოხდება.
"ეტყობა ივანიშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკას თავი დაანებოს და წინასწარმეტყველება დაიწყოს" - განაცხადა "ნიუსპრესთან" საუბარში წიკლაურმა.
პარლამენტარმა განმარტა, რომ საქართველოში დამკვირვებლები ხელისუფლებისა და მთელი პოლიტიკური ელიტის სურვილით ჩამოდიან, რათა, მისი თქმით, 2012 წლის არჩევნები სამაგალითოდ გამჭვირვალე და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი იყოს.
ბიძინა ივანიშვილმა საჩხერეში კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისის გახსნისას განაცხადა, რომ სამ თვეში მოხერხდა ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, ამერიკამ და ევროპამ პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნამდვილი სახე დაინახეს და უახლოეს მომავალში, სიტუაციის უკეთესობისკენ გარდატეხა მოხერხდება.

















