"ლეიბორისტული პარტია" იუნესკო-ს მიმართავს და სთხოვს სტალინის სახლ-მუზეუმის სპეციალურ რეესტრში შეტანას, რათა პარტიის გენერალური მდივნის იოსებ შატბერაშვილის
განცხადებით, მუზეუმი დაცული იყოს ხელისუფლებისგან.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორში, სტალინის მშობლიურ სახლში, საბჭოთა ბელადის საწინააღმდეგო პროპაგანდისტული ცენტრის გახსნას აპირებს. ამის შესახებ შატბერაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
შატბერაშვილის თქმით, "ნეოფაშისტმა სააკაშვილმა" გორში ჯერ სტალინის ძეგლი აიღო, ახლა კი, ამ ცენტრის გახსნას გეგმავს.
"ლეიბორისტები" აღნიშნულს ხელისუფლების მხრიდან "ამორალურობისა და ფაშიზმის" გამოვლინების შეფასებას აძლევენ.
"დღეს სააკაშვილი პირნათლად ასრულებს იმას, რაც თავის დროზე სტალინის წინააღმდეგ ნიკიტა ხრუშჩოვმა ვერ განახორციელა" - აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

















