მიმდინარე კვირას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქობულეთში პროფესიული განათლების ცენტრს გახსნის. ამის შესახებ პრეზიდენტის
პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრესსპიკერის თქმით, უმუშევრობის პრობლემის დაძლევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებს.
სახელმწიფოს მეთაურმა მსგავსი პროფესიული ცენტრი გასულ კვირას ოზურგეთში გახსნა.

















