პოლიტიკური პარტიისთვის შემოწირულობის განხორციელებისას პირმა მხოლოდ სახელი, გვარი და პირადი ნომერი უნდა მიუთითოს. აღნიშნულს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ
კანონში ცვლილებები ითვალისწინებს.
კანონის დღემდე მოქმედი რედაქციის თანახმად, შემოწირულების განხორციელებისას პირს უნდა მიეთითებინა სახელი, გვარი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი და პირადი ნომერი.
ცვლილებების პროექტის მიხედვით, შემოწირულობის განხორციელებისას პირმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და პირადი ნომერი. აღნიშნული ნორმა კანონპროექტში მეორე მოსმენისთვის შესწორდა.
კანონპროექტს მეორე მოსმენით პარლამენტი მომავალ კვირას დაამტკიცებს.

















