პარლამენტის თავმჯდომარის ვირტუალურ არჩევნებში გამარჯვებული დიმიტრი ზაქარიაძე გახდა.
არჩევნები სოციალური ქსელის Facebook-ის საშუალებით ჩატარდა.
გამარჯვებული ზაქარიაძე პარლამენტის სპიკერთან დავით ბაქრაძესთან ერთად, დღეს ერთ სამუშაო დღეს გაატარებს.
დღეს დილიდან ვირტუალური სპიკერი დავით ბაქრაძესთან ერთად ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის თავმჯდომარეების კონფერენციას ესწრება.
„ვთვლი რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს კომუნიკაციის გაუმჯობესებას საზოგადოებასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის, რაც პარლამენტარიზმის ინტიტუტის განვითარების წინაპირობაა“ – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ზაქარიაძემ.
დიმიტრი ზაქარიაძე პროფესიით ექიმია და „113“-ში მუშაობს.
ზაქარიაძე უახლოეს მომავალში ახალგზარდა მედიკოსებთან გეგმავს შეხვედრას.

















