"საქართველო იყო და იქნება ევროპის სრუფასოვანი პოლიტიკური ნაწილი, რაც ევროკავშირისა და ნატოს წევრობას მოიცავს" – ეს განცხადება დავით ბაქრაძემ
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის თავმჯდომარეების კონფერენციის დაწყების წინ გააკეთა.
ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ფრანკოფონიის საპარლამენტო ანსაბლეა ძალიან მნიშვნელოვანი ანსამბლეაა, არა მხოლოდ კულტურული თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური კუთხითაც.
"ჩვენ ვისაუბრებთ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით აქვს და იმ წარმატებებზე, რასაც ქვეყანა შიდა რეფორმების შედეგად აღწევს" – განაცხადა ბაქრაძემ.
დღეს პარლამენტში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის თავმჯდომარეების კონფერენციამ დაიწყო მუშაობა.

















