საქართველოს პარლამენტში დღეს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის თავმჯდომარეების კონფერენცია გაიხსნება.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიმართავს.
იგი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრებს.
კონფერენციას ქართველი დეპუტატებიც დაესწრებიან.

















