15 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში ბავშვებს უმასპინძლებს.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან
დაკავშირებით, დავით ბაქრაძე მზრუნველობამოკლებულ, უნარშეზღუდულ და დევნილი ბავშვებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ანსამბლი. საზეიმო ღონისძიების შემდეგ, ბავშვებს სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ.

















