ეროვნულ–დემოკრატიული პარტია კომუნალურ გადასახადებზე შეღავათებს ითხოვს
. ამის შესახებ განცხადება ედპ–ის წევრმა გურამ ჩახვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, მკაცრმა ზამთარმა ისედაც გაუსაძლის პირობებში მყოფი მოქალაქეების დიდი ნაწილი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა .
გურამ ჩახვაძის აზრით, აუცილებელია მთავრობამ შეიმუშაოს დახმარების სოციალური პაკეტი, რომელმაც კომუნალური სუბსიდიები და სოციალური შემწეობის ოდენობის ზრდა უნდა გაითვალისწინოს.
ჩახვაძის განცხადებით, ამისთვის არსებობს სპეციალური სარეზერვო ფონდები და თუ საჭირო გახდა, ხელისუფლებამ ბიუჯეტის კორექტირებაც უნდა მოახდინოს.

















