logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28
logo2
logo2
ნინო ბურჯანაძე - თუ ივანიშვილი ტექნიკურ თანამშრომლობაში ხელისუფლების შეცვლას გულისხმობს, თანამშრომლობისთვის მზად ვართ
ნინო ბურჯანაძე - თუ ივანიშვილი ტექნიკურ თანამშრომლობაში ხელისუფლების შეცვლას გულისხმობს, თანამშრომლობისთვის მზად ვართ
16:43 14.02.2012
ნინო ბურჯანაძე არაკორექტულად მიიჩნევს ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს, იმის თაობაზე, რომ თითქოსდა მას დასავლური ფასეულობები არ აქვს.   "ნურავინ იმართლებს თავს, თუ რატომ არ ილაპარაკებენ ბურჯანაძესთან. შეუძლიათ თქვან, რომ არ მოსწონთ ბურჯანაძე და ამიტომ არ ელაპარაკებიან, მაგრამ იმის დაბრალება, რასაც ხელისუფლება მაბრალებს და ამაში ბევრ ფულს და ენერგიას ხარჯავს- კორექტული არ არის " - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდმომარე ნინო ბურჯანაძემ "სახალხო კრების" სათათბირო დარბაზის შეხვედრაზე.
ნინო ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ სახალხო კრება არ არის პოლიტიკური სუბიექტი და არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას,ხოლო რაც შეეხება მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიათა გეგმებს, ეს მთლიანად ამ სუბიექტების გადასაწყვეტია -აღნიშნა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.
მისი თქმით, სახალხო კრებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს ყველა იმ ძალასთან, რომელსაც რეალურად უნდა საკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა და საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების გამყარება. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული რეალობის შესაცვლელად აუცილებელია შედგეს სერიოზული ერთობა. "ერთობა არ ნიშნავს საპარლამენტო სიებში ადგილების გადანაწილებას, ამ მხრივ ყველას შეუძლია მშვიდად იყოს" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ასევე, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ არ არის სწორი, როდესაც "დემოკრატიულ მოძრაობას" და სახალხო კრებას" ერთმანეთისგან მიჯნავენ. მისი განცხადებით, "სახალხო კრებას" და "დემოკრატიულ მოძრაობას" ერთნაირი ფასეულობები და ერთნაირი ხედვები აქვთ ყველა საკითხთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ის არ გამორიცხავს ტექნიკურ საკითხებში "დემოკრატიულ მოძრაობასთან" თანამშრომლობას, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მან არ იცის, თუ რას შეეხება ამ შემთხვევაში ტექნიკურ საკითხებში თანამშრომლობა. "თუ ივანიშვილი ტექნიკურ საკითხებში გულისხმობს ხელისუფლების შეცვლას კი ბატონო, ხოლო თუ საარჩევნო გარემოს შეცვლას - ეს ტექნიკური საკითხი არ არის" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ფოტო გალერეა
ფოტო მასალის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლისთვის
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა