პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" დედაქალაქში ახლადგახსნილ ოფისებში ხელმძღვანელები დაინიშნა.
კოალიციის ვაკის ოფისს თეიმურაზ ჩოჩუა
უხელმძღვანელებს, სამგორის ოფისს - დავით ჩართოლანი, დიდუბის ოფისს - თემურ გიორგაძე, ისნის ოფისს ვახტანგ ქიზიყურაშვილი, საბურთალოს ოფისს კი, ხათუნა ასათიანი ჩაუდგა სათავეში.
"ქართულმა ოცნებამ" დედაქალაქში რაიონული ოფისები გუშინ გახსნა.
თბილისში პირველი ოფისი ვაკეში დაფუძნდა და მის პრეზენტაციას კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.
"მოხარული ვარ, რომ ვაკეში გავხსენით ოფისი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი სულისკვეთებით სავსე ხალხი, რომელიც აქ ოფისის გახსნას ესწრებოდა, ჯერ არსად მინახავს" - განაცხდა ივანიშვილმა. მან ინტელიგენციას და კულტურის სფეროში დასაქმებულებს მოქმედებისკენ მოუწოდა.

















