საქართველოს სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის შეფასებით, ნებისმიერი მინისტრის მიმართ, რომელიც სახალხო დამცველის რეკომენდაციას ვერ ასრულებს, პოლიტიკური
პასუხისმგებლობის დასმის საფუძველი არსებობს.
"ნებისმიერი მინისტრის მიმართ, რომელიც სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ჯეროვნად ვერ ასრულებს, პასუხისმგებლობის დასმის საფუძველი არსებობს, თუმცა, ეს პარლამენტის გადასაწვეტი საკითხია და ამას სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს" – განაცხადა ტუღუშმა ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" საპასუხოდ.
"ქრიატიან–დემოკრატებმა" დღეს ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურუდიულ საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დასვეს.

















