საპარლამენტო უმრავლესობა ჯონდი ბაღათურიას ქსენოფობიური განცხადებების გამო აკრიტიკებს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა ბაღათურიას განცხადებას ქსენოფობიური უწოდა.
"ბატონო ჯონდი, ისეთი აღტყინებით ითხოვდით, რომ მიკროფონთან პირველი აღმოჩენილიყავით, მეგონა რაღაც სერიოზული გქონდათ სათქმელი. შემდგომისთვის გაითვალისწინეთ, რომ 5 წუთით გვიან შეირცხვენთ თავს, თუ ადრე, ამას არანაირი დიდი მნიშვნელობა არ აქვს", - მიმართა ბაღათურიას გაბაშვილმა.
მისივე თქმით, უკულტურობა და ქსენოფობიაა ლაპარაკი რაღაც სახის თურქულ ექსპანსიაზე და გამოგონილ საფრთხეებზე საქართველოსთვის, რადგან საქართველო არის მულტიკულტურული და მულტიკონფესიური ქვეყანა.
ჯონდი ბაღათურიას მტკიცებით, აჭარაში მეჩეთების მშენებლობას მედრესების მშენებლობაც მოჰყვება. სწორედ ამ განცხადების გამო გააკრიტიკეს ბაღათურია.

















