"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ აჭარაში მეჩეთების მშენებლობას მედრესების მშენებლობა მოჰყვება.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ბაღათურიამ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა გააპროტესტა."აზიზიეს მეჩეთის ტაძრის მშენებლობა თურქეთის ბატონობის სიმბოლო იყო. დღეს რის სიმბოლოდ შენდება ის? თურქებმა პოლიტიკურ-ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია განახორციელეს? თურქები აჭარაში ყველა ბიზნესს ფლობენ. აჭარაში მეჩეთებს მედრესები მოჰყვება", -- აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში უკვე 150 მეჩეთია. ბაღათურიას შეფასებით, ამ საკითხზე პრეზიდენტს სრულიად უპასუხისმგებლო და კაპიტულანტური პოზიცია აქვს.
ჯონდი ბაღათურიას ეს განცხადება დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მკაცრად გააკრიტიკეს.

















