დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ თავისი პარტიის „ქართული დასის“ წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე განცხადება დღეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვაზე გააკეთა.
როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, ახალი კანონპროექტის თანახმად, მის პარტიას უფასო სარეკლამო დროს ართმევენ.
ბაღათურიას განცხადებით, პრეზიდენტმა უმრავლესობას დაავალა, რომ „ქართულ დასს“ უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის უფლება წაართვან.
„პრეზიდენტი სამარცხვინოდ იქცევა, მან დაგავალათ, რომ „ქართული დასის“ წინააღმდეგ იმოქმედოთ. მოგმართავთ უმრავლესობას, მძიმე მდგომარეობაში არ ჩაიყენოთ თავი და წესიერად მოიქცეთ. ნუ იქნებით პრეზიდენტისგან ბორკილდადებული და არ მიიღოთ უკანონო გადაწყვეტილება“ – მიმართა უმრავლესობას დეპუტატმა.
ბაღათურიამ პარტიების შესახებ კანონში ცვლილებების ავტორს პავლე კუბლაშვილს მოუწოდა - კვალიფიციური იურისტის იმიჯს ნუ შეიცვლის და ნუ გახდება კარიკატურული სახე.

















