"თავისუფალი საქართველო" ბიძინა ივანიშვილის კოალიციასთან იდეოლოგიური განსხვავების გამო ვერ ითანამშრომლებს, -
ამის შესახებ პარტიის ლიდერის, კახა კუკავას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
კუკავას თქმით, "თავისუფალ საქართველოს", ივანიშვილის კოალიციისგან განსხვავებით, ქვეყნისთვის პროამერიკული კურსი აქვს არჩეული. ივანიშვილი მხარს უჭერს ნატოში ინტეგრაციას და ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის შენარჩუნებას, შესაბამისად, არსებული რეჟიმის ცვლილებების პროცესში აშშ-სგან მხარდაჭერასაც ელოდება.
"თავისუფალი საქართველო" კი ერთადერთი პარტიაა, რომელიც ღიად გამოდის ნატოში ინტეგრაციისა და ავღანეთში ქართველი სამხედროების სამსახურის წინააღმდეგ. სწორედ ამ განსხვავების გამო ჩვენთვის დასავლური კურსის ოპონენტებთან თანამშრომლობა მიუღებელია", - აცხადებს კახა კუკავა.
ამასთან, პარტია "თავისუფალი საქართველო" მზადაა, არსებული ხელისუფლების შესაცვლელად სხვადასხვა ოპოზიციურ ძალებთან ითანამშრომლოს.

















