პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ვაკის ოფისი დღეს ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.
გახსნის ცერემონიაზე ივანიშვილმა ქართველ ინტელიგენციასა და კულტურის სფეროს მუშაკებს მიმართა.
მისი თქმით, ინტელიგენციის ძირითადი ნაწილი კულტურის სამინისტროს მხრიდან ზეწოლას განიცდის და ამის ერთადერთი მიზეზი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.
დღესვე, „ქართული ოცნების“ ოფისები თბილისში ისნის, სამგორის, კრწანისის, მთაწმინდის, დიდუბის, გლდანისა და საბურთალოს რაიონებში იხსნება.

















