ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომისიიდან აცნობეს, სხდომაზე კომისიის წევრები რეგისტრატორთა მომზადების პროცესის დასრულებას და „კარდაკარის“ საპილოტე პროექტის მიმდინარეობას შეაჯამებენ.
კომისიის წევრები ასევე, პროექტ „კარდაკარის“ დაწყების ღონისძიებების დაგეგმვასა და საზოგადოების ინფორმირებულობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებაზე იმსჯელებენ.

















