საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ წევრი გოგა ხაინდრავა დარწმუნებულია, რომ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში გაიმარჯვებს და პრემიერ-მინისტრი გახდება.
„ამაში არცერთი წამით ეჭვი არ მეპარება“ - განაცხადა მან.
რაც შეეხება „ამომრჩეველთა ლიგის“ თანამშრომლობას კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“, ხაინდრავამ განაცხადა, რომ ის ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან აპირებს თანამშრომლობას „სააკაშვილის ხელისუფლების ნებისმიერი გზით დასამარცხებლად“.
ხაინდრავას შეფასებით, დღეისთვის სააკაშვილი საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკური გვამია, რასაც შეერთებული შტატების მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები ადასტურებს.
მან მაგალითად მოიყვანა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ, აშშ-ს ელჩის ჯონ ბასის შეფასებები. ხაინდრავას განცხადებით, სააკაშვილს ევროპა მხარს არ უჭერს და ეს მისთვის კატასტროფის ტოლფასია.

















