„ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი წევრის გოგა ხაინდრავას განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილება ზუგდიდში ჩასვლისა და იქიდან მოქმედების შესახებ, მისასალმებელია.
მისივე თქმით, სამეგრელო არის სააკაშვილის მაფიოზური სისტემისა და კრიმინალის ბუდე. ამიტომ, ხაინდრავას განცხადებით, ალასანიას გადაწყვეტილება - ეს ბუდე მოუშალოს მათ, ვაჟკაცური ნაბიჯია. „ვიცი, რომ ალასანიას ამის პოტენციალი აქვს“ - დასძინა მან.
როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, სამეგრელოში შეიარაღებულ ფორმირებებში „ტყის ძმები“, „მხედრიონელები“ და ყოფილი ზვიადისტები გაერთიანდნენ.
„ხომ წარმოგიდგენიათ რა თანამშრომლობა ექნებათ მათ, ისინი საკუთარ თავს ვერ იტანენ, ერთმანეთს ძმები დაუხოცეს. „შესაბამისად, მათ მხოლოდ ანგარება აერთიანებთ“ - ხაზი გაუსვა ხაინდრავმა.
მისი თქმით, სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა საზოგდოების დაშინების მცდელობა, რასაც პერსპექტივა არა აქვს.

















