პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილისა და უმრავლესობის შეხვედრა უკვე დასრულდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის ერთ-ერთმა
ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, ეს იყო სამუშაო შეხვედრა, სადაც რამდენიმე აქტუალურ საკითხე ისაუბრეს. მათ შორის ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო პენსიონერთა დაზღვევა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საბოლოოდ შეთახმდა, რომ დაზღვევა ყველა პენსიონერს უნდა ჰქონდეს.
"ასევე განვიხილეთ სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული აქტუალური საკითხები და პრობლემები. ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა ღონისძიებები ტარდება ამ მიმართულებით - ესენია მელიორაციის პროექტები, ირიგაციის სისტემები, ახალი ტექნიკის შემოყვანა და სხვა" - განმარტა გაბაშვილმა.
უმრავლესობისა და პრეზიდენტის შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გრძელდებოდა.

















