"ამომრჩეველთა ლიგას" საპარლამენტო არჩევნებზე 3 700 დამკვირვებელი ეყოლება. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს "ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთმა წევრმა გოგა ხაინდრავამ
განუცხადა.
მისი თქმით, არჩევნებამდე ლიგის წევრები ყველა ამომრჩეველთან მივლენ და საქმის კურსში ჩააყენებენ. უშუალოდ არჩევნების დღეს კი - ყველა დარღვევას სპეციალური კამერებით დააფიქსირებენ.
"ქართულ საზოგადოებას დავრაზმავთ, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს და არავის მიეცეს უბნებზე უკანონო საქმეების განხორციელების საშუალება" - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, "ამომრჩეველთა ლიგაში" გაწევრიანებულ პირებს აქვთ იმის გამოცდილება, თუ როგორ დაიცვან მოქალაქეები უკანონობისგან.

















