საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს უმრავლესობის წევრებს შეხვდება.
უმრავლესობის წარმომადგენლები ავლაბარში, პრეზიდენტის
სასახლეში უკვე იკრიბებიან.
შეხვედრამდე ისინი კომენტარებს არ აკეთებენ და შესაბამისად ამ ეტაპზე ცნობილი არ არის კონკრეტულად რა საკითხებს შეეხება საუბარი. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობასთან შეხვედრაზე პრეზიდენტი სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავს, მათ შორის საუბარი შეეხება წინასაარჩევნო საკითხებს, საგაზაფხულო სამუშაოებსა და ჯანდაცვის თემას.

















