არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" პრეზიდენტის #489-ე დადგენილების გაუქმების მოთხოვნით დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანა.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" პრეზიდენტს შინაგან საქმეთა სამინისტროს "112"-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის შესახებ დადგენილების გაუქმებას სთხოვს.
როგორც ცნობილია, #489-ე დადგენილების საფუძველზე, იანვრიდან მოქალაქეთა ფიქსირებული და მობილური ნომრების ანგარიშებიდან 0,20 ლარის დაქვითვა დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ "112" მაისიდან იწყებს ფუნქციონირებას.
"პირი, რომელიც ფლობს სამ მობილურ ტელეფონს მას ყოველთვიურად სამივე ნომრიდან 20-20 თეთრი ჩამოეჭრება, როგორც ერთი ნომრის მფლობელს, რაც კონსტიტუციის დარღვევაა" - განაცხადა "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" თავჯდომარემ ნაზი ჯანეზაშვილმა.
დადგენილების გაუქმების მოთხოვნით, "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასაც მიმართა.

















