პოლიტიკური პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერი გოგი თოფაძე დღეს პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც "ნიუსპრესს" გოგი თოფაძემ განუცხადა, პრესკონფერენციის თემა პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მათი გაწევრიანებაა.
კოალიციაში გაწევრიანებაზე გოგი თოფაძემ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.
მისი თქმით, მაშინ გაწევრიანების საკითხზე დეტალები ზუსტდებოდა.
"მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა ივანიშვილი მოქალაქეობას, ჩვენი პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" მის გვერდით იდგება" - განაცხადა გოგი თოფაძემ.
გოგი თოფაძე აღნიშნულთან დაკავშირებით პრესკონფერენციას პარტიის ოფისში გამართვს.

















