კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს გაერო-ში ფრანკ ვიზნერს ხვდება.
შეხვედრა უკვე დაიწყო და იგი ივანიშვილის ბიზნესცენტრში მიმდინარეობს.
შეხვედრამდე მხარეებს კომენტარები არ გაუკეთებიათ და არ დაკონკრეტებულა რა საკითხებს განიხილავენ ისინი. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ივანიშვილი ვიზნერს საქართველოში არსებულ ვითარებას, წინასაარჩევნო გარემოსთან და მისთვის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებს გააცნობს.

















