საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო
საქმეთა მინისტრს ური როზენტალს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2012 წლის ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესში ორივე მხარისთვის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, ISAF-ის ფარგლებში თანამშრომლობისა და 2014 წლის შემდეგ ავღანეთში ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და მაღალი დონის ვიზიტების დაგეგმვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

















