მთავრობა მარჩენალდაკარგულებზე დახმარებების გასაცემად ასაკობრივი ზღვარის გაზრდას არ გეგმავს.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა „პენსიის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს.
ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების” წევრის მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, მარჩენალდაკარგული ბავშვები 55 ლარიან დახმარებას მხოლოდ 18 წლამდე იღებენ. დეპუტატს მიაჩნია, რომ ასაკობრივი ზღვარი 21 წლამდე უნდა გაიზარდოს.
„ქრისტიან-დემოკრატების” ეს წინადადება მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
აღმასრულებელი ხელისუფლება მარჩენალდაკარგულთათვის სკოლის დამთავრების შემდეგ 55 ლარიანი დახმარების გაცემას არ ეთანხმება.

















