ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.
"ქართული ოცნების" პრესსამსახურის ცნობით, საინიციატივო ჯგუფს, რომელიც დაახლოებით 20 ადამიანისგან შედგება, თავად ბიძინა ივანიშვილი წარადგენს.
ორგანიზაციის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საინიციატივო ჯგუფის წევრები არასდროს ყოფილან პოლიტიკაში, თუმცა, მათ საზოგადოება კარგად იცნობს. მათ შორის არიან ექსპერტები, იურისტები, უფლებადამცველები, ჟურნალისტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები.
პრეზენტაცია ხვალ, 12:00 საათზე "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

















