ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ თავმჯდომარის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, შიდა ქართლის მოსახლეობის ნაწილს, რომელთა სახნავ-სათესი მიწები 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპირებულ ზონაში მოექცა, სახელმწიფო მიწის გადასახადს მაინც არიცხავს.
აღნიშნული განცხადება ახვლედიანმა პარლამენტის სხდომაზე გააკეთა. მისი მონაცემებით, მოსახლეობას ყოველწლიურად 1000 ლარამდე ოდენობის დავალიანება უგროვდება.
„ქრისტიან-დემოკრატები“ დავალიანების ჩამოწერას მოითხოვენ და უმრავლესობას რეაგირებიკენ მოუწოდებენ.

















