„ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ ხელისუფლების მიერ სოფლებში ტრაქტორების შეყვანის ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა.
ვეფხვაძის თქმით, ხელისუფლება მოსახლეობაზე მუდმივად უნდა ზრუნავდეს და ტრაქტორები მხოლოდ არჩევნების წინ აღლუმების ჩასატარებლად არ უნდა შემოჰყავდეს.
„ფულს ტაშფანდურში რომ ხარჯავდით, მოსახლეობის ნახევარი სოფელში ცხოვრობს და ტაშფანდურის მაგივრად ეს ფული, ტრაქტორებში უნდა დაგეხარჯათ” – განაცხადა ვეფხვაძემ უმრავლესობის მისამართით.
გასულ კვირას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 126 ტრაქტორის პრეზენტაცია თავად გამართა და მათ რეგიონებში გადანაწილების პროცესს დაესწრო.

















