საპარლამენტო ურმავლესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, არჩევნების მოახლოვებისთანავე, „მოსახლეობაზე ვითომ ზრუნვის მარათონი“ აქტიურ ფაზაში შევა.
ეს განცხადება ბობოხიძემ პარლამენტის სხდომაზე გიორგი თარგამაძის საპასუხოდ გააკეთა.აკაკი ბობოხიძის თქმით, სახელმწიფო, ვერც ერთ რეგიონს ვერ დაჰპირდება ბუნებრივი აირის მთელი წლის განმავლობაში უფასო მიწოდებას.
“მინდა სრულიად მოსახლეობის გასაგონად ვთქვა, რომ ჩვენ ვუფინანსებთ გაზის ღირებულებას ყაზბეგის რაიონს ყველაზე რთულ პერიოდში - ზამთარში, როცა მოხმარება ძალიან დიდია“ – განაცხადა ბობოხიძემ და იქვე დაამატა, რომ წინააღმდეგი არავინ არ არის ყაზბეგს გაზმომარაგება ზაფხულშიც ჰქონდეს.
უმრავლესობის წევრის განმარტებით, როგორც კი მოსახლეობა შესაბამის ორგანიზაციასთან ხელშეკრულებას გააფორმებს და მზად იქნება საფასური გადაიხადოს, გაზი მეორე დღესვე ჩაერთვებათ.
გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ ყაზბეგის მოსახლეობა მზად არის გაზის საფასური გადაიხადოს, რათა ბუნებრივი აირი მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად ჰქონდეს.

















