კამპანია "ეს შენ გეხებას" წევრი არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", საკონსტიტუციო ცვლილების
შესახებ "ქრისტიან დემოკრატების" ინიციატივას პროტესტს გამოთქვამს.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა გაუმართლებელია.
მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება უზენაესი კანონის გარკვეულ გარემოებებსა და პიროვნებებზე მორგებას გულისხმობს.
"ცვლილების მიღებით საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტს შეექმნება, ვინაიდან ის ქვეყნის საშინაო საქმეებში სხვა ქვეყნის მოქალაქეების ჩარევას გამოიწვევს"-განაცხადა გიგაურმა.
"ეს შენ გეხებას" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ინიციატორებმა ის უკან უნდა გაიხმონ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა უნდა მიენიჭოს კანონმდებლობის შესაბამისად. "ეს არ არის ის გზა, რომლითაც აღნიშნული პრობლემა უნდა გადაიჭრას"-განაცხადა ჩუგშვილმა.
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ინიციატივით, პარლამენტის წევრად შესაძლოა აირჩეულ იქნეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის 21 წლის მოქალაქე თუ ის დაიბადა საქართველოში და ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობს.

















