კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ წნორის ოფისში არსებული დაპირისპირების შესახებ.
მისი თქმით, კოალიციის ლიდერები ნებისმიერი ოფისის ხელმძღვანელის არჩევაზე წინასწარ თანხმდებიან.
„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ნებისმიერი ოფისის ხელმძღვანელად არჩევაზე შეთანხმება პოლიტსაბჭოზე ხდება, რომლის წევრებიც კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერები არიან. აქედან გამომდინარე, შეთანხმების შემდეგ, კანდიდატებთან მიმართებაში სიურპრიზები არ არსებობს“- განაცხადა ფანჯიკიძემ და განმარტა, რომ ინფორმაცია წნორის ოფისში დაპირისპირებაზე სიმართლეს არ შეესაბამება.

















