საქართველოში ტრაქტორების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, პირველ ეტაპზე შესყიდულია 140 ტრაქტორი და 170 გუთანი, ასევე იგეგმება 400 ერთეული ტრაქტორისა და კომბაინის დამატება ახლო მომავალში ამუშავდება მექანიზაციის 12 ცენტრი.
მანანა მანჯგალაძის თქმით, ცენტრებში ტექნიკა გადანაწილდება, საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი შეკეთება და გლეხები ტექნიკის გამოყენების შესახებ კონსულტაციებსაც მიიღებენ.
პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ინფორმაციით, სერვისცენტრების გახსნა ეტაპობრივად მიმდინარეობს და ეს პროცესი მაისის ბოლომდე დასრულდება.

















