საქართველოს პარლამენტის შენობა გაყიდული არ არის - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, პარლამენტის შენობა კვლავ პარლამენტის ბალანსზეა. მაჭავარიანი მომხრეა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადასვლის შემდეგ, პარლამენტის შენობის ადგილზე აქტიური ბიზნეს ცხოვრება დაიწყოს - იქნება ეს სასტუმროს ფუნქციონირება, სავაჭრო ცენტრის თუ სხვა მსგავსი ხასიათის ობიექტის.
რაც შეეხება პარლამენტში არსებულ ისტორიულ ჭაღს, რომელიც ვორონცოვის კუთვნილება იყო, ჯერჯერობით, მასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ისტორიული ჭაღი ელიას მთაზე მშენებარე ეკლესიას უნდა გადაეცეს საჩუქრად.

















