პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მოწვევით, 10 მაისს საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაცია - საერთაშორისო ინტერნაციონალის და
ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლობა ჩამოვა.
ამის შესახებ განცხადება დღეს კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა გააკეთა.
მისი განმარტებით, ეს იქნება პირველი სადამკვირვებლო მისია საქართველოში და მას „ქართული ოცნება“ უმასპინძლებს.
ხიდაშელის ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ სტუმრობის შემდეგ ევროპარლამენტის დეპუტატები ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. „ქართულ ოცნებასთან“ კი, ისინი რამდენიმე პრობლემატურ საკითხს - ივანიშვილის მოქალაქეობის თემას, მისი ბიზნესის წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებს, პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონს, ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და სხვა საკითხებს განიხილავენ.
„ლიბერალ-ინტერნაციონალი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ანტიდემოკრატიული მოვლენების განვითარების გამო და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს უზრუნველყოს თავისუფალი სამართლიანი და კონკურენტუნარიანი გარეომოს შექმნა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“-განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თმით, დეპუტატების ვიზიტი საქართველოში ორი დღე გაგრძელდება. შემდეგი თვენახევრის განმავლობაში კი, საქართველოს კიდევ რამდენიმე დელეგაცია ეწვევა.

















